აშშ-ს სენატისთვის წარდგენილი ანგარიში  

საქართველოზე ისაუბრეს ამერიკის სენატში.

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში რჩება. ორპარტიული რეზოლუციების შემდეგ, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ვაშინგტონში მომზადებულ კიდევ ერთ დოკუმენტში გაიწერა. ავტორები აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი და გაერთიანებული შტაბის მეთაური არიან, რომლებიც საკუთარ წერილობით ანგარიშში რუსეთიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ და 2008 წლის აგვისტოს ომსაც იხსენებენ.

11 წლის წინანდელი საომარი მოქმედებები რუსეთის მხრიდან, სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევის მაგალითად არის მოყვანილი. დოკუმენტის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზაციის ფონზე, ამერიკის პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერებაა საჭირო.