მეწყერი უბისა-შორაპნის საავტომობილო გზის მონაკვეთზე.
სტიქიური პროცესების შედეგად მშენებარე გზაზე ფერდი ჩამოიშალა, რამაც საგზაო ინფრასტრუქტურა და გვირაბი მნიშვნელოვნად დააზიანა. საბედნიეროდ, მშენებარე ობიექტზე არავინ დაშავებულა. ადგილზე გაწმენდითი და გამაგრებითი სამუშაოები უკვე დაიწყო. დღევანდელი შემთხვევის შემდეგ გარემოს დამცველები მეწყერსაშიშ მონაკვეთებზე მონიტორინგის გაძლიერებას და პრევენციული ზომების გააქტიურებას ითხოვენ.