გორში, ადგილობრივმა მეწარმე ქალებმა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გამართეს. გამოფენა-გაყიდვის მიზანი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალი მეწარმეების მხარდაჭერა და მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვაა. გამოფენაში მონაწილეობა 15-მა ქალმა მიიღო.