საპროტესტო აქცია გამართეს მევენახეებმა სოფელ ტვიშში.
როგორც მოქალაქეები ამბობენ, კერძო კომპანია მათ 14 ტონა მოსავლის შესყიდვას დაპირდა, თუმცა კომპანია მხოლოდ 5 ტონა ყურძენს ყიდულობს.
ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებას თხოვენ. რთველის შტაბში აცხადებენ, რომ ყურძნის მოსავლის შესყიდვაზე მოლაპარაკება რამდენიმე კერძო კომპანიასთან მიმდინარეობს.