მევენახეებმა სოფელ ტვიშში აქცია გამართეს

საპროტესტო აქცია გამართეს მევენახეებმა სოფელ ტვიშში.

როგორც მოქალაქეები ამბობენ, კერძო კომპანია მათ 14 ტონა მოსავლის შესყიდვას დაპირდა, თუმცა კომპანია მხოლოდ 5 ტონა ყურძენს ყიდულობს.

ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებას თხოვენ. რთველის შტაბში აცხადებენ, რომ ყურძნის მოსავლის შესყიდვაზე მოლაპარაკება რამდენიმე კერძო კომპანიასთან მიმდინარეობს.