მეუფე იოსები უკრაინის ეკლესიას ტომოსის მიღებას ულოცავს

შემოქმედელი მიტროპოლიტი, მეუფე იოსები უკრაინის ეკლესიას ტომოსის მიღებას ულოცავს. მეუფე აცხადებს, რომ უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას იმსახურებს.

მილოცვის ტექსტს შემოქმედის ეპარქია „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია, ავტოკეფალური ეკლესია იყვეს, რამეთუ იგი საუკუნეები იბრძოდა, მიეღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია, – წერია მეუფე იოსების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ბოლო სხდომის შემდეგ, რომელიც 27 დეკემბერს გაიმართა, მღვდელმთავრებმა განაცხადეს, რომ უკრაინის საკითხზე წმინდა სინოდმა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა, სანამ მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდებოდა.