უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი

„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

გიგა ბოკერიას განცხადებით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური შედეგების მომტანია და ეს მხოლოდ უკრაინელი ხალხის გამარჯვება არ არის. მისი თქმით, პუტინის რეჟიმი რუსეთის ეკლესიის გავლენას მეზობლების წინააღმდეგ აგრესიასა და პროპაგანდისტულ ომში იყენებს.