სამადლობელი პარაკლისი

ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისადმი მიძღვნილი სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს. მთავარეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის განცხადებით, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია კიევის საპატრიარქოს მხარდამჭერია.

სონღულაშვილი უკრაინის ეკლესიის აღდგენას მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მოვლენას უწოდებს. პარაკლისს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური დაესწრო.