ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას დღეს ამბიონიდან გამოეხმაურა მეუფე იაკობი. ბოდბელმა ეპისკოპოსმა ხელისუფლებასთან ერთად, მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ საქმეში წვლილი მიუძღვის და თქვა, რომ ცალკეული პირების განცხადებები, იმის შესახებ, რომ გაფრინდაშვილის გათავისუფლება მათი დამსახურებაა, მიუღებელია, რადგან ეს ყველას გამარჯვებაა.
სასულიერო პირი აცხადებს, რომ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქციელი სამაგალითო გახდა.