პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ მილოცვაზე თავის შეკავება ნამდვილად გულდასაწყვეტია და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელურ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე მიიჩნევს, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში ისტორიულად არსებული კანონიკური ცენტრის პარალელურად, მიმდინარეობს ახალი, ანუ მეორე ცენტრის ჩამოყალიბების პროცესი, და თუ საქართველოს ეკლესია აღნიშნულ ორბიტაზე აღმოჩნდება, ქართულ სახელმწიფოსაც სავალალო ბედი ელის.
უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე კომენტარები დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გააკეთეს.