მეტროს მემანქანეები სამუშაოს შეწყვეტით იმუქრებიან.
საათობრივი ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით სამ მაისს გაფიცვაა დაანონსებული.
მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასის მატების მოტივად, მიწისქვეშ რთულ სამუშაო პირობებს ასახელებენ.
თუ გაფიცვას ყველა მემანქანე შეუერთდება, მეტროპოლიტენის პარალიზება გარდაუვალია.
უკვე ცნობილია თბილისის მერის პოზიცია. დედაქალაქის მთავრობის პირველი პირი ამ ეტაპზე ხელფასების გადახედვას არ აპირებს.