მეთიუ მილერის განცხადება

„ვაგრძელებთ კოორდინაციას ნატო-ს მოკავშირეებთან საფრთხეების სხვადასხვა სპექტრთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოებისთვის, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ გახსოვდეთ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც შეიჭრა საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას იმავე გზით, როგორც აგრძელებს უკრაინის ოკუპაციას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მილერს ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა: „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის სამხედრო მოქმედებების გამო, გაჩნდა რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხე არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ ზოგადად ნატო-ს წინააღმდეგ. სერიოზულად აღიქვამს თუ არა ამას აშშ-ი და განიხილავთ თუ არა ნატო-ს მოკავშირეებთან?“.