მესტიის მიმართულებით არსებულ გზაზე რეაბილიტირებული გვირაბი გაიხსნა. დღეიდან, მესტიის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის გადაადგილება განახლებული გვირაბის გავლით განხორციელდება.
გვირაბის სიგრძე 537 მეტრი, ხოლო დიამეტრი დაახლოებით 18 მეტრია.
გვირაბის რეაბილიტაციის პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამუშაოები 2017 წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდა. სამუშაოებზე 150 ადამიანი იყო დასაქმებული. გვირაბი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გახსნეს.