მესტიაში აქციის მონაწილეებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი შეხვდნენ. “მესტია-ჭალა-ჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ აქცია დილიდან მიმდინარეობს.
შეკრებილებს შორის ერთ-ერთი ფეხმძიმე ქალბატონია, რომელიც პროტესტის ნიშნად ამ დრომდე მიწაზე წევს. აქციის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზებას გეგმავს. მესტიის მცხოვრებლები დაშლას არ აპირებენ და სპეცტექნიკას ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევენ.