„მესტია-ჭალაჰესისკენ“ მიმავალი გზა ჩაკეტილია

მესტიაში აქცია ისევ გრძელდება. ჩაკეტილია მესტია –ჭალაჰესისკენ მიმავალი გზა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მესტიაში უკვე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა, მათთან შესახვედრად ჯერ არავინ მისულა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ახალ წინადადებებს ელოდებიან, თუმცა, ამბობენ, რომ მოთხოვნებს არ ცვლიან. ისინი არა მხოლოდ მესტია –ჭალაჰესის, არამედ ყველა დიდი ჰესის მშენებლობის შეწყვეტას ითხოვენ.