მესხური ჯიშის 3300 ძირი ვაზი დაირგო ადიგენის რაიონის სოფელ ბენარში.
ვაზი ორ ჰექტარ ფართობზე გაშენდა. ახალი ვენახის გაშენების პროცესში სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სარაგბო კლუბ „ტაოს“ წევრები მონაწილეობდნენ.