ისტორიული მარნები მესხეთში

მარნები, რომლებიც წარსულში, მესხეთის სოფლებში თითქმის ყველა ოჯახს სახლის გვერდით საკუთარი მეღვინეობისთვის ჰქონდა, ახლა თითქმის უფუნქციოდაა დარჩენილი. რეგიონში, რომელიც ოდესღაც ვაზის უნიკალური ჯიშებით იყო ცნობილი, ახლა ამ ჯიშების უმრავლესობა გადაშენების პირასაა. ადგილობრივები ცდილობენ, შეინარჩუნონ ვაზის ავთენტური სახეობები, დაწურონ ღვინო და პროდუქტის რეალიზება ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე მოხდინონ.

რა გამოწვევებს აწყდებიან ისინი – ნახეთ „მოამბე რეგიონების“ რეპორტაჟში.