მინდელის სახელობის შახტში დაღუპული 5 მეშახტე დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ტრაგედიის შედეგად დაღუპულ კიდევ ერთ მეშახტეს კი ხუთშაბათს დაკრძალავენ.
ტყიბულში დღეს ადგილობრივები, პროფკავშირების წარმომადგენლები, საქნახშირის თანამშრომლები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. მომხდარზე დაწყებული გამოძიების დასრულებამდე პროფკავშირები დროებით მინდელის სახელობის შახტის დახურვას მოითხოვენ. ცნობილი ხდება, რომ გამოძიების პროცესში ორი უკრაინელი ექსპერტიც ჩაერთვება. ადგილზე მათ უკვე ხვალ ელოდებიან.
ტყიბულში ირმა ჭოლაძე მუშაობს.