მერია ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურის განვითარების ახალ პროექტზე მუშაობას იწყებს
თბილისის მერია ბოტანიკური ბაღის კიდევ უფრო მეტად ათვისების იდეით გამოდის და ახალ პროექტზე მუშაობას იწყებს. წავკისის წყლის ხეობის მიმდებარედ, ბოტანიკური ბაღში, საფეხმავლო და ველო-ბილიკების გაკეთება და სათავგადასავლო და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა იგეგმება. ბოტანიკური ბაღის დირექტორთან ერთად, ადგილი დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა. კახი კალაძის განცხადებით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ბაღის პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ვიზიტორთა რაოდენობაზე იქონიებს გავლენას.
ბოტანიკური ბაღის დირექტორის თქმით, არ არის გამორიცხული, პროექტის განხორციელების შედეგად, ბოტანიკური ბაღის ტერიტორია 4 ჰექტრით გაიზარდოს, ხოლო სათავგადასავლო, ტურისტული მარშრუტს სიგრძემ, ხუთ კილომეტრს გადააჭარბოს.
ბოტანიკურ ბაღში ახალი პროექტი სრულად, სავარაუდოდ, ორ წელში დასრულდება, თუმცა ბაღის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ პირველი ვიზიტორები ახალ ბილიკებზე წელსვე მიიღონ. პროექტს სრულად ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს.