„ქანდაკება საკუთარი ენით გვესაუბრება, ეს ენა კი მისი პლასტიკაა“- მერაბ ბერძენიშვილის – „ქართველი მიქელანჯელოს“ დაბადებიდან 91 წელი გავიდა. მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი არაერთი ცნობილი ძეგლის ავტორია. მათ შორისაა: „მუზა“, „კიდევაც დაიზრდებიან“, შოთა რუსთაველის, გიორგი სააკაძის, დავით აღმაშენებლის მონუმენტები.
მერაბ ბერძენიშვილს ეკუთვნის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, დაზგური პორტრეტები, პლაკატები და თეატრალური აფიშები. რატომ დაიწუნეს ლენინგრადში ქართველი ხელოვანის პირველი ნამუშევარი – დავით გურამიშვილის ძეგლი?! მერაბ ბერძენიშვილის ჩანაწერები და „ქართველი მიქელანჯელოს“ სახელოსნოს უნიკალური კადრები საქართველოს პირველი არხის არქივიდან.
ახალი დღე