„მერაბ ბერძენიშვილი. ჩანაფიქრიდან ქმნილებამდე“ - წიგნ-ალბომის პრეზენტაცია

„მერაბ ბერძენიშვილი. ჩანაფიქრიდან ქმნილებამდე – მერაბ ბერძენიშვილის სახლ-მუზეუმში გიორგი ჯანბერიძის წიგნ-ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული კულტურის სამინისტროს კონკურსში გამარჯვებული პროექტია. საქართველოს სახალხო მხატვრისა და მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის მონუმენტური ხელოვნება ყველასთვის კარგად არის ცნობილი. დღემდე უცნობი იყო მისი გრაფიკული ჩანახატები და ესკიზები, რომლის მიხედვითაც იქმნებოდა მისი ნამუშევრები. ეს მასალა აქამდე არ გამოქვეყნებულა და პირველად სწორედ გიორგი ჯანბერიძის წიგნშია წარმოდგენილი.