მექსიკის ქალაქ ირაპუატოს ერთ-ერთ ბარში სროლას 12 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ექვსი ქალი და ექვის მამაკაცია. დაშავებულია კიდევ სამი ადამიანი. თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ. მოტივი ამ დროისთვის უცნობია. ეს უკვე რიგით მეორე თავდასხმაა ბოლო ერთ თვეში, 21 სექტემბერს, შეიარაღებულმა პირებმა გუერეროს მერიაში 18 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ქალაქის მერიც.