უბედური შემთხვევა მეხიკოში

მეხიკოში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. მათ შორის არიან ბავშვებიც. ჰოსპიტალიზებულია 65 ადამიანი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს, შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სახანძრო ჯგუფები. მედიის ინფორმაციით, მეტროს მე-12 ხაზის ესტაკადა მატარებელთან ერთად ჩამოინგრა და ქვემოთ მოძრავ მანქანებს დაეცა. შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. დაწყებულია გამოძიება.

მოამბე