მექსიკაში, კალიფორნიის ყურეში, 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიამ რამდენიმე შენობის ჩამონგრევა გამოიწვია, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.
დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია მექსიკის მთავრობას ამ დრომდე არ გაუვრცელებია. ბოლო 6 თვის განმავლობაში ეს მექსიკაში უკვე მესამე მიწისძვრაა. ამ დროისთვის ქვეყანაში 10 000-ზე მეტი ადამიანი სტიქიის გამო უსახლკაროდაა დარჩენილი.