ტაივანში 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

11:17, 17.01.2018

ტაივანში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 05:59 საათზე ქალაქ ტაიბეიდან 11 კილომეტრში, 140 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

მსგავსი