მექსიკაში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

21:28, 19.01.2018

მექსიკაში, კალიფორნიის ყურეში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მექსიკის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ლორეტოდან 76 კილომეტრის დაშორებით, 16 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

მსგავსი