მექსიკაში, კალიფორნიის ყურეში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მექსიკის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ლორეტოდან 76 კილომეტრის დაშორებით, 16 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.