მემორანდუმი „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და „იუესაიდს“ შორის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „იუესაიდის“ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის.
ხელმოწერის ცერემონიალი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. დოკუმენტი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით, ასევე ინვესტორების მოძიების მიმართულებით.