თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი დილით ადრე, ბინაში მაშინ გაჩნდა, როდესაც იქ, მეზობლების განცხადებით, მობინადრეებიც იმყოფებოდნენ. ყველა მათგანმა უვნებლად გამოღწევა შეძლო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქართველოს პირველ არხს დაუდასტურეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის შვიდი ეკიპაჟი მუშაობდა.