გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სასმელი წყლის მოთხოვნით აქცია გაიმართა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო ორი თვეა, სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. აქციის მონაწილეებს გორის მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ ჭაბურღილის გასუფთავების შემდეგ, მეჯვრისხევის მოსახლეობის კონკრეტულ ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება უახლოეს დღეებში აღუდგება.