აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით „მეგობარი აქტის“ მიღება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დილიდან შეფასებების თემაა. კანონპროექტი, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ითვალისწინებს „სანქციებისა და სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში“.
უმრავლესობის წევრების აზრით, დოკუმენტის შინაარსი მეგობრული არ არის და ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებენ, საქართველოს განვლილი გზა და გატარებული რეფორმები ობიექტურად შეაფასოს.