ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა

ევროკავშირის საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარების კუთხით უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალი განაახლა. კერძოდ, იმ ქვეყნების სიიდან, რომლებისთვისაც რეკომენდებულია სამოგზაურო შეზღუდვების გაუქმება, ამოიღეს ისრაელი, კოსოვო, ლიბანი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და შეერთებული შტატები. ევროკავშირის საბჭო განმარტავს, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შესაძლებლობა აქვთ გააუქმონ სამოგზაურო შეზღუდვები სრულად აცრილი ვიზიტორებისათვის. 30 აგვისტოს მდგომარეობით, ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სია ასე გამოიყურება: ალბანეთი, სომხეთი, ავსტრალია, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბრუნეი, კანადა, იაპონია, იორდანია, ახალი ზელანდია, ყატარი, მოლდოვა, საუდის არაბეთი, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, უკრაინა და ჩინეთი ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე.