მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა

ე.წ. უფასო მედიკამენტების პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა იზრდება.

3 სექტემბრიდან ქრონიკური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს 90%-მდე ფასდაკლებით ან განახევრებულ ფასად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და პენსიონრებიც შეიძენენ. ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამაში ჩასართავად ბენეფეციარებმა რამდენიმე პროცედურა უნდა გაიარონ.

სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ სოციალური დახმარებების და პენსიების დიდი ნაწილი სწორედ მედიკამენტების შესაძენად იხარჯება.