დეზინფორმაციის მავნე ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება, კრიტიკური აზროვნების განვითარება და ცნობიერების ამაღლება – ეს არის ის ძირითადი საკითები, რაზეც საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში ინფორმაციას მიიღებენ. დაგეგმილია არა ერთი აქტივობა, რაც პედაგოგებისა და მოსწავლეების აქტიური ჩართულობით განხორციელდება. ახალგაზრდების მონაწილეობით ჩატარდება გლობალური ჰაკათონიც. მედიაწიგნიერების კვირეული, რომლის ორგანიზატორიც კომუნიკაციების კომისიაა, საქართველოში წელს მესამედ იმართება.