ევროპის მაუწყებელთა კავშირის ასამბლეა

თბილისმა ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების რიგით მე-18 ასამბლეას უმასპინძლა.

ორი დღის განმავლობაში, 47 ქვეყნის 100-მდე დელეგატმა ახალ ამბებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელა. განხილვის თემები იყო უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომები, ხელოვნური ინტელექტი, კიბერ-უსაფრთხოება, სოციალური ქსელები, დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის საკითხები. ასამბლეის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები.