მედიაწიგნიერების გლობალური კვირეული

კომუნიკაციების კომისიის მიერ ორგანიზებული მედიაწიგნიერების გლობალური კვირეული, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად შემაჯამებელი კონფერენციით დაიხურა. მონაწილეებმა ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით, კომისიის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე, მედიაწიგნიერების პოლიტიკასა და მნიშვნელობაზე, ასევე, დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციის როლზე გაამახვილა ყურადღება.

შემაჯამებელი კონფერენციის ერთ-ერთი პანელი მედიის თანამედროვე გამოწვევებს, დეზინფორმაციას, სიტყვის თავისუფლებასა და მიუკერძოებლობის სტანდარტებს დაეთმო. კონფერენციაზე კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმის პრეზენტაცია გააკეთა, რომელიც ევროპის საბჭოს დაფინანსებით შეიქმნა.