კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება

კომუნიკაციების კომისიამ „ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგია და პროცედურები“ დაამტკიცა. აღნიშნული მეთოდოლოგიით სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა ევროკავშირში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად უნდა ჩატარდეს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ტელეკომ-ბაზრის განვითარებას და კონკურენტული პირობების ჩამოყალიბებას. დოკუმენტი სატელეკომუნიკაციო ბაზრის წინასწარი რეგულირების მიზნით, მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრის, აღნიშნულ სეგმენტებზე კონკურენციის კვლევის, ასევე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირების გამოვლენისა და მათთვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების გამჭვირვალე პროცედურებს და სტანდარტებს ადგენს.