ზესტაფონსა და სამტრედიაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა. მედიაციის სივრცეებში მხარეებისთვის უზრუნველყოფილია მოლაპარაკების წარმოების ყველა პირობა. სივრცეებში ასევე იფუნქციონირებს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზა, სადაც დასავლეთ საქართველოში მცხოვრები იუსტიციის სისტემაში დასაქმებული თანამშრომლები ადგილზე შეძლებენ სხვადასხვა სატრენინგო მომსახურების მიღებას. ახალი სივრცეები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა გახსნეს.