„კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება“, – ამ სახელწოდებით მეცნიერთა კონგრესი მიმდინარეობს.
კონგრესის განცხადებით, მათ მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად მიღებული წინადადებების საფუძველზე, ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად 21 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა წარადგინეს. მათი განმარტებით, ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს მათ მიერ გაგზავნილ მეცნიერთა წერილებს. კონგრესის წევრების თქმით, თუ მათ მიერ წარდგენილი პროგრამა ხალხისთვის მისაღები იქნება, ხელისუფლებამ უნდა აიღოს მისი შესრულების პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავად უნდა მიიღონ გადაგომის გადაწყვეტილება.