დიპლომატია - გზა უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად 

უკრაინაში მორიგი ომის თავიდან ასაცილებლად დიპლომატიური ძალისხმევა კიდევ უფრო აქტიურდება.

დასავლეთსა და რუსეთს შორის უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობის და უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო შენაერთების კონცენტრაციის ფონზე საერთაშორისო საზოგადოება სიტუაციის დეესკალაციას გამაფრთხილებელი გზავნილებით ცდილობს. ევროპის ქვეყნები რუსეთს სანქციების პაკეტის გაფართოებაზე და საზღვარგარეთ რუსული ბიზნესის შეზღუდვაზე აფრთხილებენ. თავის მხრივ კრემლი სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვაში დასავლეთს სდებს ბრალს. ახლა მსოფლიო ამერიკის სახელმწიფო მდივნის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხვალინდელი კომუნიკაციის მოლოდინშია. უკრაინაში შექმნილი მძიმე ვითარება დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება გაეროს უშიშროების საბჭოზეც.