მეცნიერთა კონგრესი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება. გაერთიანების წევრები მიიჩნევენ, რომ ვითარების გამოსწორების მიზნით აუცილებელია ინტელექტუალური ძალების გამოყენება, ქუჩის პოლიტიკა კი უნდა დასრულდეს. მეცნიერთა კონგრესის შეფასებით ქვეყანა კრიზისულ ვითარებაშია და მდგომარეობის გამოსწორებაში დიდი როლი სწორედ მეცნიერებას უნდა მიენიჭოს.