მძევლების აყვანისა და ბანკზე თავდასხმის საქმე

ბადრი ესებუას მამა მიმართავს. ტარიელ ესებუა, რომელიც მანამდე „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმასთან შვილის შემხებლობას უარყოფდა, დღეს მას პოლიციაში ჩაბარებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ბადრის ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახმა არაფერი იცის. ტარიელ ესებუა რამდენიმე მედიასაშუალების მიერ დღეს გავრცელებულ იმ კადრებსაც ეხმაურება, სადაც ქუჩაში მისი შვილის გადაადგილება ჩანს. იმის დასტურად, რომ სათვალთვალო კამერებით კადრები ბანკზე თავდასხმამდეა გადაღებული, ესებუამ ჟურნალისტებს შვილის ტანსაცმელი აჩვენა. მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე და სამართალდამცავთა დისკრედიტაციაზე საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც რამდენიმე ტელევიზიის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერის გაკეთების თარიღად არა 27 ოქტომბერს, არამედ 6 ოქტომბერს ასახელებს.