მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სიში“ შეჭრილი სავარაუდო თავდამსხმელის მოთხოვნები

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სიში“ შეჭრილი სავარაუდო თავდამსხმელი, სამ მოთხოვნას აყენებს.

მოთხოვნები ასეთია: საქართველოს მასშტაბით აიკრძალოს ყველა სახის აზარტული თამაშები, მათ შორის ონლაინ თამაშებიც; ბანკებმა დააწესონ მაქსიმუმ წლიური მხოლოდ შვიდპროცენტიანი საპროცენტი განაკვეთი; შემცირდეს მედიკამენტებზე ფასები.