სპეცოპერაცია კასპში

კასპის პოლიციაში ყოფილი მძევლების გამოკითხვა მიმდინარეობს. ქვის საამქროში, სადაც შეიარაღებულ პირს დღეს დილით მძევლები ჰყავდა აყვანილი, ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 30 წლამდე მამაკაცი დაკავებულია. სამართალდამცველებმა რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, მძევლების გათავისუფლება შეძლეს. გაკეთდა თუ არა კომენტარები მას შემდეგ, რაც პოლიციაში გამოკითხვა დაიწყო, ამას ხათუნა გაგნიძე გვეტყვის.