MDMA-ს პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის მამუკა ბერძენიშვილს რვაწლიანი პატიმრობა მიესაჯა

რეპრესიული ნაკროპოლიტიკის მორიგი მსხვერპლი. 8-წლიანი პატიმრობა პირადი მიზნით ორ გრამამდე კლუბური ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის.

პირველი არხის ყოფილ თანამშრომელს, მამუკა ბერძენიშვილს სასამართლომ დღეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. საუბარია ორ გრამამდე კლუბური ნარკოტიკის MDMA-ის შეძენა-შენახვა მოხმარებაზე.

ბრალდების მხარე 9-წლიან პატიმრობას ითხოვდა, რაც მოსამართლემ საბოლოოდ ერთი წლით შეამცირა და არსებულ კანონზე დაყრდნობით ბერძენიშვილს მინიმალური, თუმცა, 8 წლით პატიმრობა განესაზღვრა.

ეს განაჩენი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ არსებული კანონმდებლობა სასწრაფოდ საჭიროებს შეცვლას და დოზების საკითხის გადახედვას, – აცხადებენ მოძრაობა თეთრი ხმაურის წევრები. ასევე, მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ არსებული არაადექვატური სასჯელების პირობებში კონკრეტული საქმის განმხილველ მოსამართლეს მაინც რჩება იმის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენოს და მიმართოს უზენაეს სასამართლოს.

მამუკა ბერძენიშვილი პირველ არხზე მემონტაჟედ წლების განმავლობაში მუშაობდა. მანამდე აქტიურად მისდევდა სპორტულ ცხოვრებას. შეჯიბრებაში ის არაერთი მედიატურნირის გამარჯვებულია და მონაწილეობდა კამპანიაში – არა ბიო ნარკოტიკს.

მამუკა ბერძენიშვილი დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე დაოჯახდა. როგორც მეგობრები, ისე მისი კოლეგები მამუკა ბერძენიშვილს როგორც უკონფლიქტო და დადებით ადამიანს ახასიათებენ.