გიორგი ზურაბიშვილი შსს-ს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

პირველი არხის სპორტული რედაქციის ხელმძღვანელი გიორგი ზურაბიშვილისს-ს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. გიორგი ზურაბიშვილი გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც მან ნარკოდანაშაულის საქმეზე მამუკა ბერძენიშვილის მხარდამჭერი  პოსტი გამოაქვეყნა.

ამის შემდეგ მას უცნობი პირები დაემუქრნენ. გამოკითხვა რამდენიმე საათს გაგრძელდა. გიორგი ზურაბიშვილის თქმით, მან სრული ინფორმაცია მიაწოდა გენერალურ ინსპექციას და მათ მუქარის შემცველი SMS  შეტყობინებები  წარუდგინა.