ჟურნალისტები ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ადეკვატური კანონმდებლობის შემუშავებას და მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებას ითხოვენ

15:08, 26.03.2018

მედიის წარმომადგენლების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტს. სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები დღეს პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის, მამუკა ბერძენიშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და პირველი არხის შენობასთან აქცია-ბრიფინგი გამართეს. შეკრებილები პარლამენტს მოუწოდებენ, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ადეკვატური კანონმდებლობა შეიმუშაოს. ასევე მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს მამუკა ბერძენიშვილი.

პირველი არხის ყოფილ თანამშრომელს, მამუკა ბერძენიშვილს სასამართლომ რვაწლიანი პატიმრობა კლუბური ნარკოტიკის  პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის მიუსაჯა.

ბრალდების მხარე 9-წლიან პატიმრობას ითხოვდა, რაც მოსამართლემ საბოლოოდ ერთი წლით შეამცირა და არსებულ კანონზე დაყრდნობით ბერძენიშვილს 8 წლით პატიმრობა განუსაზღვრა.

 

მსგავსი