„მცხუნვარე მზე“ - ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი

რამდენიმე თვეში ეკრანებზე ქართველი რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი გამოჩნდება, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებს დააინტერესებთ.

„მცხუნვარე მზე“ – ასე დაასათაურა ნუცა წიქარიძემ საკუთარი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სადაც მთავარ როლებს სწორედ ბავშვები ასრულებენ. ავტორს სურს, ამ ნამუშევრით ბავშვობის დროინდელი წარმოდგენები გააცოცხლოს.

გადაღებები უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე ფილმის მონტაჟი მიმდინარეობს. „მცხუნვარე მზეს“ მაყურებელი სავარაუდოდ წლის ბოლოს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე იხილავს.