მცხეთის სასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პირველი სხდომა გაიმართება
მცხეთის სასამართლოში დღეს არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პირველი სხდომა გაიმართება. მოსამართლე პროცესზე დავით გურწიევისა და ალეკ ტაბოევისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. გამოძიების ინფორმაციით, გურწიევსა და ტაბოევს, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის მიუძღვით ბრალი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი მათ 9-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.