ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე

ოფიციალური თბილისისთვის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში მონაწილე ორი პირის ვინაობა ცნობილია. საუბარია ცხინვალის ე.წ. სამართალდამცავებზე, რომელთა მიმართ დაუსწრებლად წაყენებული ბრალდება 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

საგამოძიებო მასალების მიხედვით, სწორედ ალიკ ტაბოევმა და დავით გირწიევმა ახალგორში შესული ტატუნაშვილი ჯერ დააკავეს, შემდეგ კი ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს გადასცეს.

ორივე პირის პასუხისგებაში მისაცემად ხელისუფლება ყველა ბერკეტის გამოყენებას აპირებს.

პარალელურად, ბრალდებულები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაშიც მოხვდებიან, რომელიც არაერთ სანქციას ითვალისწინებს.